ახალი ამბები
ინგირი, ოქტომბერი, ოირემე, დავითიანის ოლქში ბესიკ ჭეჟიამ გაიმარჯვა
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ზუგდიდის #10 მაჟორიტარულ ოლქში ხმების უმრავლესობა - 51.5% ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბესიკ ჭეჟიამ მოიპოვა. მას ხმა 1 527-მა ამომრჩეველმა მისცა. ის საკრებულოში 4 სოფლის - ინგირის, ოქტომბერის, ოირემესა და დავითიანის დეპუტატი იქნება.

"ქართული ოცნების" წარმომადგენელს, გიორგი ქვარაიას 1 141 მოქალაქემ დაუჭირა მხარი, რაც 38.48%-ს შეადგენს. "გახარია - საქართველოსთვის" კანდიდატმა, ნიკა ჭეჟიამ ხმების საერთო რაოდენობის 10.02% მოიპოვა. 

აღნიშნულ საარჩევნო ოლქში სულ 6 უბანი იყო გახსნილი. რეგისტრირებული 7 140 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა 3 114-მა პირმა მიიღო.


Print