ახალი ამბები
გალში ორსართულიანი სახლი დაიწვა
გალში, ლომონოსოვის ქუჩზე მდებარე საცხოვრებელი სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს. შემთხვევა 5 ოქტომბერს, დილის საათებში მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო - სამაშველო სამსახური, თუმცა, ორსართულიანი შენობა მთლიანად დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.


Print