ახალი ამბები
დღეს ზუგდიდის საოლქო კომისია საერთაშორისო დამკვირვებლების თვალში გამოცდას გადის - წითლიძე
საოლქო საარჩევნო კომისიაში "ქართული ოცნების" საჩივრის განხილვა ჩაინიშნა, რომელიც ზუგდიდის მე-11 მაჟორიტარული ოლქის ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლას ითვალისწინებს. სხდომის დაწყებამდე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ანა წითლიძემ ბრიფინგი გამართა და მმართველ პარტიას არჩევნების შედეგების აღიარებისკენ მოუწოდა. 

"ეს არის ოლქი, სადაც ჩვენ ვართ გამარჯვებულები სამივე კომპონენტში, მაჟორიტარებს შორის სხვაობა არის სულ რაღაც 2 ხმა. "ქართული ოცნების" საჩივარს არანაირი მტკიცებულება, იმისა თუ რატომ უნდა გაიხსნას ხელახლა ეს უბნები, არ ახლდა. გვაქვს ინფორმაცია, რომ საოლქო გადაითვლის ამ უბნებს, მაგრამ პარალელურად ჩვენც შევიტანეთ საჩივარი და ვითხოვთ ყველა უბნის გადათვლას. ასევე, ცალკე ვითხოვთ მე-4 მაჟორიტარული ოლქის გადათვლას, სადაც წაგებული გვაქვს სულ რაღაც 4 ხმით. ძალიან დიდი ეჭვი გვაქვს, რომ გაბათილებული ბიულეტენები იქნება ჩვენს სასარგებლოდ. დღეს საოლქო კომისია საერთაშორისო დამკვირვებლების თვალში ძალიან დიდ გამოცდას გადის, თუ გადაითვლის ამ საჩივრის საფუძველზე ოლქს, მოუწევს ჩვენი საჩივრის საფუძველზე ყველა უბნის გადათვლა. მოგეხსენებათ, 4%-ზე მეტი არის გაბათილებული ბიულეტენი", - აღნიშნა წითლიძემ.

საოლქო კომისიაში "ქართული ოცნების" საჩივრის განხილვა რამდენიმე წუთში დაიწყება.


ამავე თემაზე: 

ზუგდიდის ერთ-ერთ ოლქში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2 ხმით მოიგო
Print