ახალი ამბები
ზუგდიდში 3 დღე მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა არ ჩატარდება
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ზუგდიდის სამსახურში დაგეგმილი პრაქტიკული საგამოცდო მოედნის ტექნიკური და ინფრასტრუქტურული განახლების გამო 11, 12 და 13 ოქტომბერს პრაქტიკული გამოცდები არ ჩატარდება.

„ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის იმ პირებს, ვისაც აღნიშნულ თარიღებში ზუგდიდის სამსახურში უკვე დაჯავშნილი აქვს მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდა, მისი წარმატებით ჩაბარების შეთხვევაში, პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება სააგენტოს სხვა ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულში შეეძლებათ“, - ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

15 ოქტომბრიდან, მართვის უფლების მიღების მსურველები „B“ კატეგორიის პრაქტიკულ გამოცდას GPS სისტემით აღჭურვილი, ახალი სატრანსპორტო საშუალებებით, განახლებულ საგამოცდო მოედანზე ჩააბარებენ.

Print