ახალი ამბები
ანა წითლიძე: თბილისის აქციაზე დასწრების მსურველების ტრანსპორტირებას ვუზრუნველყოფთ
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ოფისში ანა წითლიძემ 14 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, პარტია მოქალაქეების ზუგდიდიდან თბილისისკენ გამგზავრებას უზრუნველყოფს. მან მადლობა გადაუხადა ამომრჩევლებს და აღნიშნა, რომ ეს არ არის მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია, არამედ იმის გამოხატვა, თუ როგორი ხვალინდელი დღე სურს საქართველოს მოსახლეობას. 

"ზუგდიდი და სამეგრელო გამოირჩევა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერით, რაც განსაკუთრებულად გამოჩნდა არჩევნებზე, როცა "ქართული ოცნება" ყველაზე მწარედ დამარცხდა სწორედ აქ. მინდა დავაანონსო, რომ დილის 9 საათიდან, უზრუნველვყოთ თქვენი ტრანსპორტირება, ყველას გექნებათ შესაძლობლობა შეუერთდეთ აქციას. ეს არის აქცია, სადაც ჩვენ გადავწყვეტთ, როგორ საქართველოში ვიცხოვრებთ ხვალ, საერთოდ გვაქვს თუ არა სახელმწიფო", - თქვა ანა წითლიძემ. 

ენმ თბილისში, თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასშტაბური აქციის გამართვას გეგმავს.
Print