ახალი ამბები
დრანდაში ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ოჩამჩირის რაიონის სოფელ ჯგერდაში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებოს სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მთლიანად დაიწვა სახლის მეორე სართული. მეხანძრეებმა სახლის პირველ სართულზე განთავსებული ოთახების გადარჩენა შეძლეს. შეთხვევა 24 ოქტომბერს მოხდა.

ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა 23 ოქტომბერს გულრიფშის რაიონის დაბა დრანდაში ორსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს. ადგილზე მობილიზებული იყო მეხანძრე-მაშველების ორი ბრიგადა. ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ, მათ სახლის მეპატრონის ცხედარი იპოვეს. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით დაუდგენელია, აცხადებენ უწყებაში. 

Print