ახალი ამბები
ზუგდიდში, დევნილთა დასახლებაში მმართველი პარტიისა და ენმ-ის წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
ზუგდიდში, დევნილთა დასახლებაში "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" შორის დაპირისპირება მოხდა. ოპოზიციური პარტია მმართველი გუნდის წევრებს ამომრჩევლის დაშინებასა და ხმების მოსაზიდად დანაშაულებრივ ქმედებებში ადანაშაულებს, ქართულ ოცნებაში კი ამბობენ, რომ ენმ-ის აგიტატორი მათი მხარდამჭერების პირადობებს ართმევდა.

სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, ადგილზე პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო.

ინცინდენტის მონაწილე პირების გამოკითხვა პოლიციის სამმართველოში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

Print