ახალი ამბები
ფოთში სუპერმარკეტის კონსულტანტმა თანამშრომელი დაჭრა
ფოთში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში მომუშავე ახალგაზრდა ქალმა თანამშრომელი დაჭრა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევას შელაპარაკება უძღოდა წინ, ინციდენტი კი მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ქალს ზურგის არეში ზედაპირული ჭრილობები, სავარაუდოდ, შუშის გატეხილი ბოთლით აქვს მიყენებული. 

დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია.


Print