ახალი ამბები
ზუგდიდის კოვიდუბანზე 409 პირი დარეგისტრირდა
ზუგდიდში, არჩევნების მეორე ტურისთვის, 109-ე, სპეციალურ უბანზე 409 ამომრჩეველი დარეგისტრირდა. ამის შესახებ "ათინათს" 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა უთხრა. აღნიშნული უბანი თვითიზოლაციაში, საკარანტინო სივრცეებსა და სამედიცინო დაწესებულებებში მყოფი პირებისთვისაა განკუთვნილი, რომლებმაც შესაბამისი მოთხოვნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართეს. 

ცესკოს დადგენილების თანახმად, არჩევნების დღეს სპეციალური ჯგუფები საარჩევნო ყუთს მოქალაქეებთან ადგილზე მიიტანენ. აღნიშნულ სპეცუბანზე ისინი 6 გადასატანი ყუთით იქნებიან წარმოდგენილი.

ზუგდიდსა და სამეგრელოს კიდევ 6 მუნიციპალიტეტში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.
Print