რეგიონი
ცესკო: ზუგდიდში ამომრჩეველთა აქტივობა 12 საათისთვის 16,63 %-ია
ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის ინფორმაციით, 12:00 საათის მონაცემებით, საკუთარი არჩევანი 19 919 მოქალაქე დაფიქსირა, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 16,63 %-ს შეადგენს. მისივე ცნობით, საოლქოში ამ დროისთვის სამი საჩივარია შესული.

ინფორმაციისთვის, დღეს, 30 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მე-2 ტური იმართება. ზუგდიდში სულ 109 საარჩევნო უბანია გახსნილი. ცესკოს ვებგვერდზე ატვირთული მონაცემების მიხედვით, #67 ოლქში სულ 119 849 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

Print