ახალი ამბები
წოწერია - 51.6%, მელია - 48.4% - ზუგდიდში ყველა უბნის შედეგი ცნობილია
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ზუგდიდის ყველა უბნის შედეგი უკვე გამოაქვეყნა. არჩევნების წინასწარი შედეგებით ზუგდიდის მერი მმართველი პარტიიდან წარდგენილი მამუკა წოწერია გახდა, რომელიც მანამდე ქალაქის საკრებულოს ხელმძღვანელობდა.

ხმები კანდიდატებს შორის ასე ნაწილდება:

"ქართული ოცნება", მამუკა წოწერია -51.6%

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ანზორ მელია - 48.4%


ზუგდიდის ოლქში სულ 119 798 ამომრჩეველია რეგისტრირებული, გახსნილი იყო 109, მათ შორის, ერთი კოვიდუბანი.
Print