ახალი ამბები
„აიცერი და მოიგეს“ ლატარიაში წალენჯიხის მკვიდრმა 1000 ლარი მოიგო
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის წამახალისებელ ლატარიის ყოველკვირეულ გამარჯვებულებს შორის ორი სამეგრელოს მკვიდრია. 

გათამაშების ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 1500 ლარი ზუგდიდელმა მ. ფ.-მ მოიგო, რომელიც "ფაიზერით" არის აცრილი. 1000 ლარი მოიგო ასევე "ფაიზერით" აცრილმა მ. ლ.-მ, რომელიც წალენჯიხაში ცხოვრობს.

ვაქცინაციის წამახალისებელი გათამაშება საქართველოს ბიუჯეტიდან ფინანსდება. მისი ჯამური თანხა 2 მლნ 800 ათას ლარს შეადგენს.
Print