ახალი ამბები
"თავისუფლება მიშას" - ზუგდიდში აქცია მიმდინარეობს
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ზუგდიდში საპროტესტო აქცია დაიწყო. მოქალაქეები "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან შეიკრიბნენ. ისინი სამეგრელოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩამოვიდნენ. აქციის მონაწილეები თვითმმართველობის არჩევნების შედეგებსაც აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ხელისუფლებამ ხალხს არჩევნები მოპარა.


შეკრებილებს სიტყვით ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მიმართავენ.
Print