რეგიონი
მარტვილში განკვეთილმა ბერებმა კელიებიდან ნივთების გატანა დაიწყეს
მარტვილში, სალხინოს მამათა მონასტრის კელიებიდან განკვეთილ სასულიერო პირებს პირადი ნივთების გამოტანის საშუალება მისცეს. ისინი პოლიციას ორ-ორად შეჰყავს. ამის შესაძლებლობა განკვეთილ ბერ- მონაზვნებს სამი დღის შემდეგ პირველად მიეცათ.


ინფორმაციისთვის, დღეს მონასტერთან ვითარება ორჯერ დაიძაბა. ინციდენტის შედეგად 10 -მდე ადამიანი, მათ შორის, ერთი განკვეთილი სასულიერო პირი პოლიციაში გადაიყვანეს.

სასულიერო პირები, რომლებიც ეპარქიის მმართველმა სტეფანემ განკვეთა, ეკლესიის დატოვების დრო ხუთშაბათს ამოეწურათ.

Print