ახალი ამბები
ზუგდიდელი კოვიდინფიცირებული ორსული მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა
ზუგდიდელი ქალი, რომელიც კორონავირუსის გართულებული ფორმით ქუთაისში გადაიყვანეს, დღეს დილით გარდაიცვალა. მას საკეისრო კვეთა რამდენიმე დღის წინ ჩაუტარდა. 

როგორც კლინიკა "ბომონდში" აცხადებენ, პაციენტის სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანის მომენტისთვის მდგომარეობა მძიმე იყო. ამავე ცნობით, მას ფილტვის ქსოვილის 72% დაზიანებული ჰქონდა. პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

სამედიცინო დაწესებულების კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
Print