ახალი ამბები
ზუგდიდში მოშიმშილეებს საკრებულოს სხდომის დარბაზის დატოვება წერილობით თხოვეს
ზუგდიდის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარეებს სხდომათა დარბაზის გათავისუფლება წერილობით სთხოვეს. შესაბამის დოკუმენტით თეიმურაზ ბასილაიას და ბათლომე შელიას ბესიკ ჭეჟიამ მიმართა. წერილში მითითებულია, რომ დღეს 15 საათზე ჩანიშნულია ფრაქცია "ქართული ოცნების" სხდომა.

"შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად გაცნობებთ, რომ თქვენი შეკრება საკრებულოს სხდომათა დარბაზში აფერხებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფუნქციონირებას, ვინაიდან დაგეთმოთ დარბაზი მიმდინარე წლის 17 ნოემბერს 12 საათზე გაერთიანებულ ფრაქციათა სხდომაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის მიზნით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" სხდომის შეუფერხებლად ჩატარების მიზნით გაათავისუფლოთ დარბაზი", - აღნიშნულია წერილში. 

მიუხედავად საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელის, ბესიკ ჭეჟიას თხოვნისა, ზუგდიდის ახლად არჩეული საკრებულოს მოშიმშილე წევრებმა საკრებულოს სხდომათა დარბაზი არ დატოვეს.

მანამდე ბესიკ ჭეჟიამ ოპოზიციის ბრალდებებს უპასუხა და უთხრა, რომ ბიუჯეტის პროექტის განხილვასთან დაკავშირებით უჩვეულო და უკანონო არაფერი ხდება. მისი თქმით მერიას აქვს ვალდებულება, რომ ყოველი წლის 15 ნოემბრამდე, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი განსახილვევად გაიტანოს წარმომადგენლობით ორგანოში.

მოშიმშილეებთან ერთად არიან ენმ-ს სხვა წევრები და მხარდამჭერები. ისინი დარბაზი დატოვებას არ აპირებენ. 


ამავე თემაზე: 

ნაციონალური მოძრაობა აფერხებს საკრებულოს მუშაობას და ამას აკეთებს მიზანმიმართულად - ბესიკ ჭეჟია

მოშიმშილეებმა ბესიკ ჭეჟიას უარი უთხრეს საკრებულოს სხდომათა დარბაზის დატოვებაზე

ენმ-ის წევრები შიმშილობას ზუგდიდის საკრებულოს დარბაზში გააგრძელებენ

ჩქარობს თუ არა ზუგდიდის საკრებულო და მერია ბიუჯეტის დამტკიცებას - შეფასებები და მოლოდინი

ზუგდიდის საკრებულო 2022 წლის ბიუჯეტის დაჩქარებული წესით მისაღებად ემზადება - წითლიძე
Print