ახალი ამბები
აფხაზეთიდან რუსეთში 2000-მდე ტონა ციტრუსი გაიტანეს
ოტქომბრის შუა რიცხვებიდან დღემდე აფხაზეთიდან რუსეთში 2 ათას ტონამდე ციტრუსი გაიტანეს, რაც 10% - ით ნაკლებია ანალოგიური პერიოდის შარშანდელ მაჩვენებელთან შედარებით, წერს "აბხაზია ინფორმი".

მანდარინის გარდა, სოხუმს კრასნოდარის მხარეში "საექსპორტოდ" გააქვს ფეიხო, ხურმა და ლიმონი. ყოველდღიურად, ადლერის საბაჟო პუნქტს ასამდე მანქანა კვეთს. 16 ნოემბრის მონაცემებით, ჯამში, 3500 ტონამდე სასოფლო - სამურნეო პროდუქციაა გატანილი.

რუსული მხარის მიერ დაწესებული შეზღუდვების თანახმად, რომლებიც 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა, ფიზიკურ პირს აფხაზეთიდან 25 კილოგრამზე მეტი სასოფლო - სამეურნეო პროდუქციის გატანა არ შეუძლია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მან თითო კილოგრამზე 4 ევრო უნდა გადაიხადოს დამატებით. გარდა ამისა, 5 კილოგრამზე მეტი პროდუქციის შეტანის შემთხვევაში, მეწარმემ უნდა წარადგინოს ფიტოსანიტარული სერტიფიკატი.

ნაკლები პრობლემები აქვთ მსხვილ მიმწოდებლებს, რომლებსაც რუსულ მხარესთან კონტრაქტები (21 რუბლი კილოგრამზე) აქვთ გაფორმებული.

დე ფაქტო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგნოზით, წელს 2021 წლეს აფხაზეთიდან რუსეთში 27 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი იგეგმება. მათივე მონაცემებით, 2020 წელს რესპუბლიკიდან საექსპორტოდ 68 ათასი ტონა მანდარინი გაიტანეს.




Print