ახალი ამბები
ზუგდიდის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცება ხმაურის ფონზე მიმდინარეობს
საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან, სადაც მომდევნო წლის ბიუჯეტი უნდა განიხილონ, პარლამენტის წევრი ანა წითლიძე და საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები ძალის გამოყენებით გააძევეს. ისინი 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას აპროტესტებენ. ადგილზე ხმაური და დაპირისპირება იყო. 

ამ წუთებში საკრებულოს სხდომა დაიწყო. ბიუჯეტის დამტკიცებას მხოლოდ "ქართულო ოცნების" დეპუტატები ესწრებიან.

მამუკა წოწერიამ ოპოზიციის წევრებს დესტრუქციული ძალა უწოდა და სხდომის ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულა. 

ბიუჯეტის დამტკიცების პარალელურად საკრებულოს შენობასთან აქცია მიმდინარეობს.

Print