ახალი ამბები
ანა წითლიძე დღეს "ჩაიჭრა" - ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე
ჩვენ ნამდვილად ვართ ლეგიტიმური საკრებულო, მანამ სანამ ახალი მოწვევის საკრებულოს უფლებამოსილება არ იქნება ცნობილი, - თქვა ზუგდიდში მიმდინარე საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ. თამუნა ჯიქიამ მადლობა გადაუხადა მერიას ნაყოფიერი მუშაობისთვის.

"ჩვენი სხდომა მიმდინარეობს და მომავალი წლის ბიუჯეტს დავამტკიცებთ, ამიტომ ძალიან საწყენია ანა რომ "ჩაიჭრა" საქმეში, რა თქმა უნდა ხუმრობით. ჩვენ გვაქვს მხოლოდ კონტროლის მექანიზმი, აღსრულებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მერიას, ასე რომ მე ჩემი ამომრჩევლის წინაშე ვარ პირნათელი და არცერთი წუთით არ დამიშვია შეცდომა იმაში, რომ ვიხილავდი ამ ბიუჯეტს და ცოტა ხანში მხარს დავუჭერ", - თქვა ჯიქიამ.

საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან, სადაც მომდევნო წლის ბიუჯეტი უნდა განიხილონ, პარლამენტის წევრი ანა წითლიძე და საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები ძალის გამოყენებით ცოტა ხნის წინ გააძევეს. ადგილზე ხმაური და დაპირისპირება იყო. 

ამავე თემაზე: 

არჩილ თოდუა: მიგვაჩნია რომ 2022 წლის ბიუჯეტი უნდა დაამტკიცოს ახალმა საკრებულომ

ზუგდიდის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცება ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

ზუგდიდის საკრებულოსთან ოპოზიცია აქციას მართავს
Print