ახალი ამბები
რუხის კლინიკაში 3 პაციენტი გარდაიცვალა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, რეგიონის მასშტაბით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით სამი პაციენტი გარდაიცვალა. მათგან ორი ზუგდიდის მკვიდრი იყო, ხოლო ერთი ჩხოროწყუში ცხოვრობდა. მათი ასაკი 60 წელს არ აღემატება.

ამავე ცნობით, ვირუსისგან 209 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 106 დაინფიცირდა.

ამ ეტაპისთვის, რეგიონის კოვიდმიმღებ ცენტრებში 470 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს.

Print