ახალი ამბები
ზუგდიდში მანქანა ქვეითს დაეჯახა
ზუგდიდში, კოსტავას და რუსთაველის ქუჩების კვეთაზე მსუბუქი მანქანა ქვეითს დაეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, ქალმა გზის გადაკვეთა შუქნიშანზე, წითელზე დაიწყო, მძღოლმა კი დამუხრუჭება ვერ მოასწრო. მათივე თქმით, ქალი კონტაქტური იყო და ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
Print