ახალი ამბები
ზუგდიდში კალათბურთელ გოგონებს ფორმები და ბურთები გადასცეს (ვიდეო)
ფიფას ახალგაზრდების განვითარების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, ზუგდიდელ კალათბურთელ გოგონებს ბურთები, ფორმები და სხვა საჭირო ინვენტარი გადასცეს. „სამეგრელოს კალათბურთის ასოციაციის“ პრეზიდენტის ბექა ბექაიას თქმით, ისინი მზად არიან ახალგაზრდებს მომავალშიც დაეხმარონ და მათ განვითარებაში წვლილი შეიტანონ.
„კარგი სიტუაცია დაგვხვდა, 60 გოგონა თამაშობს, ბატონი სლავა ებრალიძე კი ძალიან კარგად მუშაობს. ჩვენ ყოველთვის მათ გვერდით ვიქნებით, რადგან განვითარდნენ და შევაყვაროთ სპორტის ეს სახეობა. ვიმედოვნებ, რომ ზუგდიდში კალათბურთი ისევ და ისევ დაბრუნდება“, - აღნიშნა ბექა ბექაიამ.
სლავა ებრალიძემ გოგონებს, დაახლოებით, ერთი წელია ავარჯიშებს. ამ დროისთვის მის გუნდში 60-ზე მეტი გოგონა ირიცხება.

„ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ფედერაციას, ეს ჩვენთვის ალიან მნიშვნელოვანი დახმარებაა. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მშობლებს მივმართო, ჩვენთან სწავლა უფასოა, მოიყვანეთ თქვენი შვილები და ისარგებლეთ ამ შესაძლებლობით“, - ამბობს მწვრთნელი სლავა ებრალიძე.

კალათბურთში ვარჯიში კვირაში 2-3-ჯერ სპორტკომპლექსის შენობაში იმართება.
Print