ახალი ამბები
ზუგდიდში საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან
ზუგდიდში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან. მათ ხელში უჭირავთ ტრანსპარანტები წარწერებით "მირანდა მესხმა მოპარა ერს ხმა", "ნახვაწები და ბოცები, აღვირახსნილი ქოცები", "წადი თქვენი-თ", "საღოლ მირანდა, - ბადრი ესებუა".

აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ შეკრების მთავარი მიზეზი მმართველი პარტიისა და საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების გაყალბებაა​, რის გამოც ახლად არჩეულ საკრებულოში კრიზისი შეიქმნა. 

დემონსტრანტები პარტიის ოფისიდან მერიისკენ გაემართებიან.

გაერთიანებული ოპოზიციის აქცია ზუგდიდში გუშინ დაანონსდა.
Print