ახალი ამბები
ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე ოთარ ფაცაციას ხსოვნას პატივი მიაგეს
ზუგდიდის საკრებულოს სხდომა 12 საათზე დაიწყო. სხდომის დაწყებამდე საკრებულოს წევრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საზოგადოება "ზუგდიდელის" თავმჯდომარის ოთარ ფაცაციას ხსოვნას, რომელიც 92 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა. ის მკურნალობის კურსს თბილისში გადიოდა.

ოთარ ფაცაცია იყო ზუგდიდის ქაღალდკომბინატის დირექტორი.

1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (ზუგდიდის მაჟორიტარი). 1993 წლის 20 აგვისტოდან 1995 წლის 5 ოქტომბრამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (ზუგდიდის მაჟორიტარი).

ამ დრომდე ის ხელმძღვანელობდა საზოგადოება "ზუგდიდელს".


Print