ახალი ამბები
ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატმა ირაკლი ლაგვილავამ მანდატი დატოვა
ზუგდიდის საკრებულოს წევრმა "ქართული ოცნებიდან", ირაკლი ლაგვილავამ საკრებულოს დეპუტატის მანდატი დატოვა. მან განაცხადა, რომ დღევანდელ სხდომას დაესწრება, თუმცა, უკვე მიმართა წარმომადგენლობით ორგანოს, მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით და შესაბამისი განცხადებით. მისი თქმით, ის მანდატს პირადი მიზეზებით ტოვებს. "ქართული ოცნების" პროპორციული სიის მიხედვით, მისი ადგილმონაცვლე, გიორგი კორტავაა. 

"ძალიან მიმძიმს ამის თქმა, თითქმის 7 წელია მე საკრებულოში ვარ.თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ დარწმუნებული ვარ, საღი აზრი გაიმარჯვებს, და ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ეყოლება ღირსეული საკრებულო, ღირსეული თვითმმართველობა და თითოეული მოქალაქის საჭიროებაზე ორიენტირებული პოლიტიკოსები იქნებიან თვითმმართველობაში", - თქვა ლაგვილავამ.

ირაკლი ლაგვილავა წინა მოწვევის საკრებულოში, ეკონომიკის და ურბანული განვითარების კომისიას ხელმძღვანელობდა.





Print