ახალი ამბები
ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარეს ზუგდიდის საკრებულოში 1 მოადგილე ეყოლება
ზუგდიდის საკრებულოში ფრაქცია ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამაც შექმნა. როგორც დღეს გამართულ სხდომაზე ითქვა, მისი თავმჯდომარე თეიმურაზ ბასილაია იქნება. ამ ეტაპზე მას 1 მოადგილე - კახაბერ ჩანგელია ეყოლება. 

ინფორმაციისთვის, ახალი შემადგენლობის საკრებულოს პირველ სხდომაზე 2 ფრაქცია დაფუძნდა. მათგან ერთი "გახარია-საქართველოსთვის" დეპუტატებით დაკომპლექტდა და მას გიგა ფარულავა ხელმძღვანელობს. მისი მოადგილე მალხაზ თორიაა. რაც შეეხება მმართველი პარტიის ფრაქციას, მისი თავმჯდომარე ირაკლი გოგოხიაა და მას 6 მოადგილე ჰყავს


Print