ახალი ამბები
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევაში არც "ქართული ოცნება" მიიღებს მონაწილეობას
მმართველი პარტიის დეპუტატები საკრებულოს თავმჯდომარის არჩევაში მონაწილეობას არ მიიღებენ. ამის შესახებ "ქართული ოცნების" სიის პირველმა ნომერმა ირაკლი გოგოხიამ განაცხადა. მისივე თქმით, ისინი არ გეგმავენ საკუთარი კანდიდატის დასახელებას და დღევანდელ სხდომაზე არც გახარიას პარტიის წარმომადგენელს დაუჭერენ მხარს.

"კრიზისი ნამდვილად არ არის, მაგრამ იმედია აღმოიფხვრება ის მოცემულობა რაც გვაქვს. შეიძლება მოლაპარაკებების დასრულება მომდევნო კვირასაც ვერ მოესწროს, მაგრამ აუცილებლად უნდა ჩამოყალიბდეს კოალიცია. მგონია ახალი კოალიცია ჩამოყალიბდება ან "გახარიას-საქართველოსთვის" და "ნაციონალური მოძრაობა" გაერთიანდება და კრიზის დაძლევს ან როგორ იქნება ვნახოთ, კონსულტაციები გაგრძელდება", - თქვა გოგოხიამ.

მანამდე, საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა "გახარია-საქართველოსთვის" წევრმა გიგა ფარულავამ.

საბოლოოდ, სხდომა კიდევ ერთი კვირით გადაიდო.
Print