ახალი ამბები
გახარიას პარტია ზუგდიდის საკრებულოში კოალიციის შექმნას არ გეგმავს - გიგა ფარულავა
ვერც ერთმა პარტიამ ვერ დაძლია თავისი პოლიტიკური ეგო, რასაც ერთპარტიული მმართველობა ჰქვია, - თქვა ზუგდიდის საკრებულოს წევრმა გიგა ფარულავამ დღევანდელ სხდომაზე, რომელზეც ის თავმჯდომარეობის კანდიდატად დასახელდა. ასევე, ის ამბობს, რომ "ქართული ოცნებისა" და ენმ-ს არგუმენტები, აბსურდულია და მისთვის გაუგებარია, რატომ დატოვეს სხვა პარტიების დეპუტატებმა საკრებულოს სხდომა.

"გუშინ ჩხოროწყუს, დღეს კი ზუგდიდის მაგალითზე - ეს არის სრული უპასუხისმგებლობა ორივე პარტიისგან, რომლებიც ამ კრიზისული მდგომარეობიდან გამოსავლის მოსაძებნად ნაბიჯს არ დგამენ. კრიზისი არის მათი პასუხისმგებლობა", -თქვა ფარულავამ. 

ის გამორიცხავს, რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან გარიგებას და მიიჩნევს, რომ მოცემულ ვითარებაში, მუნიციპალიტეტის დაბალანსებულად მართვისთვის მათი შეთავაზება უალტერნატივოა. 

ზუგდიდის საკრებულომ თავმჯდომარე დღესაც ვერ აირჩია.


ამავე თემაზე: 

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევაში არც "ქართული ოცნება" მიიღებს მონაწილეობას

ზუგდიდის საკრებულოს სხდომა ენმ-მ დატოვა
Print