ახალი ამბები
თბილისი-ზუგდიდის მატარებელს დანიშნულების ადგილას ჩასვლა რამდენიმე საათით დააგვიანდება
თბილისი-ზუგდიდის სამგზავრო მატარებელი, რომელიც უღელტეხილის მონაკვეთზე დაახლოებით 2 საათით იყო გაჩერებული, დაიძრა. მგზავრების ინფორმაციით, ისინი ამ დროისთვის შეუფერხებლად მგზავრობენ, თუმცა არა აქვთ ინფორმაცია რომელ საათზე იქნებიან დანიშნულების ადგილას. 

ინფორმაციისთვის, აღნიშნული მატარებელი თბილისიდან 08:15 საათზე გადის და ის ზუგდიდში 14:15 საათზე იმყოფება.

საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციის ცნობით, „ენერგო პრო ჯორჯიას“ სადგურ „ძირულასა“ და „მარელისს“ ძაბვა გაეთიშა, რის გამოც მატარებლების მოძრაობა შეჩერდა. ამავე ინფორმაციით, უამინდობის გამო შესაძლოა  მატარებლების მოძრაობა კვლავ შეფერხდეს.
Print