ახალი ამბები
ანა წითლიძე - ზუგდიდის სასამართლომ ქალაქის იერსახის დამახინჯების საქმეზე გამამართლა
ზუგდიდის სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე პარლამენტის წევრის და „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული ოფისის ხელმძღვანელის, ანა წითლიძის ბრალეულობა ვერ დაადგინა. კერძოდ, წითლიძის ინფორმაციით, მოსამართლე ფატი ფურცხვანიძემ არასაკმარისად მიიჩნია ის მტკიცებულებები, რომელიც მის წინააღმდეგ წარადგინეს. საქმე ეხება მუნიციპალიტეტის მერიის საჩივარს, რომელიც ქალაქის იერსახის დამახინჯებას გულისხმობდა.

„ზუგდიდის მერიამ რომ მიჩივლა ქალაქის იერსახე დაამახინჯა სტენსილებითო იმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გამამართლა, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო არ ჩათვალა რომ სამართალდარღვევა ჩავიდინე. ის დღეა ვადაგასული საკრებულოს მიერ ბიუჯეტის დამტკიცებას ჩემი თითი რომ შეეწირა“, - წერს წითლიძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

ინფორმაციისთვის, 26 ნოემბერს ოპოზიციური პარტიების ნაწილმა სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართა. მანამდე, საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან, რომელზეც 2022 წლის ბიუჯეტი ძველმა შემადგენლობამ დაამტკიცა, პარლამენტის წევრი ანა წითლიძე და საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები ძალის გამოყენებით გააძევეს. მათ საპროტესტო წარწერები ადმინისტრაციული შენობის წინ, ტროტუარზე დატოვეს.



Print