ახალი ამბები
ზუგდიდის მერის, მამუკა წოწერიას საახალწლო მიმართვა (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია  საახალწლო მიმართვას ავრცელებს, რომელშიც გასული წლის გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.


"ძვირფასო ზუგდიდელებო, გილოცავთ ახალ წელს და შობის დღესასწაულს, რომელსაც ახალი იმედებით, სურვილებითა და მოლოდინით ვხვდებით. გასული წელი იყო ბევრი წარმატების, ამასთანავე გამოწვევების წელი. რა თქმა უნდა მთავარი გამოწვევა ეს იყო კოვიდ პანდემია, რომელმაც რადიკალურად შეცვალა თანამედროვე კაცობრიობის ცხოვრება, რაც გვაფიქრებინებს, რომ კიდევ უფრო მეტად უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ერთმანეთის სიცოცხლეს.

მე მინდა გისურვოთ პირველ რიგში ჯანმრთელობა და 2022 წელი იყოს პანდემიის დასასრულის, ჩვენი ერის მთლიანობის და თითოეული თქვენთაგანის საუკეთესო სურვილების ახდენის წელი.

მე თქვენი დიდი თანადგომით პირველად მოგმართავთ როგორც მერი, შესაბამისად მომავალი წელი ჩემთვის და ადგილობრივი ხელისუფლებისთვის იქნება დაუღალავი შრომის, უფრო მეტი პროექტების განხორციელების, სიკეთის შექმნის წელი, რათა განვითარება და კეთილდღეობა თითოეული ჩვენთა და მოქალაქის ოჯახში შევიდეს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ და მთელ საქართველოს არ მოჰკლებოდეს კეთილდღეობა და სიყვარული", - მამუკა წოწერია.
Print