ახალი ამბები
ზუგდიდში ახალ წელს პირველი გოგო გაჩნდა
ზუგდიდში 2022 წელს დაბადებული პირველი ბავშვი გოგოა. ის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გაჩნდა. ახალშობილი ლილე ნიკუჭაძე 4 კილოგრამს იწონის. კლინიკის სამეანო განყოფილების ინფორმაციით, ბავშვიც და დედაც თავს კარგად გრძნობენ. ლილე ოჯახში პირველი შვილია.

1 იანვარს ზუგდიდში სულ 5 ბავშვი დაიბადა.
Print