რეგიონი
ზუგდიდიდან „ომიკრონის" 3 საეჭვო შემთხვევა ლუგარის ლაბორატორიაში გააგზავნეს
თბილისის ლუგარის ლაბორატორიაში ზუგდიდიდან კორონავირუსის სამი საეჭვო შემთხვევა გამოსაკვლევად გააგზავნეს. დაფიქსირდება თუ არა „ომიკრონი“ სამეგრელოს რეგიონში, კვირის ბოლოს გახდება ცნობილი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების ინფორმაციით, სამივე შემთხვევა ზუგდიდს უკავშირდება.

ინფორმაციისთვის, 4 იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტით ინფიცირების 159 შემთხვევა.


Print