ახალი ამბები
ზუგდიდის მერის მოადგილედ მაიზერ ნანავა დაინიშნა
ზუგდიდის მერის, მამუკა წოწერიას მოადგილედ მაიზერ ნანავა დაინიშნა. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ნანავა სხვადასხვა დროს თვითმმართველ ორგანოებში მაღალ თანამდებობებს იკავებდა.

2016 წელს იყო საკრებულოს თავმჯდომარე. მანამდე, 2014-2016 საკრებულოს იურდიული კომიისიას ხელმძღვანელობდა.

2017-2018 წლებში იკავებდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თანამდებობას.

ინფორმაციისთვის, მამუკა წოწერიას პირველ მოადგილედ კონსტანტინე კაკავა 2021 წლის 6 დეკემბერს დაინიშნა.
Print