ახალი ამბები
ლექსო რაფავას სასამართლო პროცესის პარალელურად დაკავებულის ოჯახმა აქცია გამართა
ხობის პოლიციის ყოფილი უფროსის სასამართლო პროცესის პარალელურად ქუთაისში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ლექსო რაფავას ოჯახის წევრები და ახლობლები მის გათავისუფლებას ითხოვენ და ამბობენ, რომ იარაღი და ხელყუმბარა მას ჩაუდეს.

"ლექსო დააპატიმრეს პოლიტიკური ნიშნით. ჩემი და ჩვენი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მოხდა მისთვის იარაღის ჩადება. დიდი უსამართლობა ჩაიდინეს, რადგან ლექსო ღირსეულად ემსახურებოდა სამშობლოს", - თქვა დაკავებულის ცოლმა.

რაფავა გასული წლის ოქტომბერში, არჩევნების მეორე ტურამდე ცოტა ხნით ადრე დააკავეს. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვას ედავება.


ამავე თემაზე: 

თენგიზ გუნავა: „კარუსელების დატრიალებაში“ შეუშალეთ ხელი და მეორე ტურისთვის ჩვენი შეშინება გადაწყვიტეს

გდდ-ის იმერეთის სამმართველოს პოლიციის მაიორმა რომან ანთიამ თანამდებობა დატოვა

ზუგდიდში პოლიციის მაიორი პროტესტის ნიშნად სამსახურიდან წავიდა

სასაზღვრო პოლიციის სადგურ "ანაკლიის" უფროსმა თანამდებობა დატოვა

რუსლან შამახია ყოფილ თადარიგის ოფიცრებს: გავერთიანდეთ, რომ აღვკვეთოთ უსამართლობა
Print