ახალი ამბები
სასაზღვრო პოლიციის სადგურ "ანაკლიის" უფროსმა თანამდებობა დატოვა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სასაზღვრო პოლიციის სადგურ ანაკლიის უფროსმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება რევაზ ლაზიშვილმა ცოტა ხნის წინ გააკეთა და აღნიშნა, რომ მისთვის მიუღებელია როგორც ყოფილი პოლიციელის, ლექსო რაფავას დაკავება, ისე რუსლან შამახიას სახლში ჩატარებული ჩხრეკა. 

"ჩემი პროტესტი გამოიწვია დღეს მომხდარმა ფაქტმა, კერძოდ, პოლიციის თანამშრომლის დაკავებამ, რომელთანაც მე მიმუშავია და ვახასიათებ კარგ პოლიციელად. რუსლან შამახიას სახლში ჩხრეკის ჩატარებამ, ბავშვების აწიოკებამ. უბრალოდ არ შემეძლო კაბინეტიდან მეყურებინა გმირი პოლიცილების მიმართ ჩადენილ ასეთ ქმედებაზე და მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო თანამდებობა", - უთხრა მან ჟურნალისტებს.

მანამდე, ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს შენობასთან ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლები შეიკრიბნენ. ისინი ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ მათ მიმართ რეპრესიების დაწყებაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ამით მთავრობა მათ დაშინებას ცდილობს. შსს-ის გენინსპექციის ყოფილი უფროსი თენგიზ გუნავას ინფორმაციით, გუშინ, ღამით ხობის პოლიციის ყოფილი უფროსი ლექსო რაფავა დააკავეს და ასევე, ჩხრეკა ჩატარდა ყოფილი მაღალჩინოსანის, რუსლან შამახიას საცხოვრებელ სახლში.

ამავე თემაზე: 

რუსლან შამახია ყოფილ თადარიგის ოფიცრებს: გავერთიანდეთ, რომ აღვკვეთოთ უსამართლობა

თენგიზ გუნავა: „კარუსელების დატრიალებაში“ შეუშალეთ ხელი და მეორე ტურისთვის ჩვენი შეშინება გადაწყვიტეს
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
სტატია
დღის სიახლეები
26 / ივნისი 2026
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
26 / ივნისი 2026
დღევანდელი რადიოგადაცემის თემაა ისტორიული საბედიანოს გეოგრაფიული სახელწოდებების ცვლილებების საკითხი.
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
ოდაბადეშ კინოხონი
26 / ივნისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.