ახალი ამბები
ფოთში საცხოვრებელი ბინა დაიწვა
ფოთში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, სრულად დაიწვა ერთი საცხოვრებელი ბინა, მეორე კი ნაწილობრივ. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზეა 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს. ცეცხლი სრულად ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
Print