ახალი ამბები
ზუგდიდში ქალის ცემაში ბრალდებულ პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდში, ქუჩაში ქალის ცემისთვის დაკავებულ პოლიციელს გიორგია ბიგვავას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ამის

შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე ნატრული აკობიამ ცოტა ხნის წინ გამოიტანა, რითაც დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა. დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000 ლარიან გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

სასამართლოზე ბრალდებულმა დუმილის უფლება გამოიყენა. 

ბიგვავას ბრალი 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) აქვს წარდგენილი.

ინფორმაციისთვის, 25 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც პოლიციის ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი ქალს ქუჩაში სცემს. კადრები ზუგდიდის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩის მიმდებარედ არის გადაღებული. საქართველოს პროკურატურამ ქალზე განხორციელებული ძალადობის ბრალდებით პოლიციის თანამშრომელი დააკავა.

ამავე თემაზე:

ქალის ცემაში ბრალდებული პოლიციელი დუმილის უფლებით სარგებლობს - ადვოკატი





 

Print