ახალი ამბები
ხობში ხანძარს მამა-შვილი ემსხვერპლა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქვალონში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს მამა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილია 28 წლის შვილი და 56 წლის მამა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ხანძრის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად დაუდევრობას ასახელებენ. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები მუშაობდნენ. გარდაცვლილების ცხედრები ექსპერტიზაზე გადაასვენეს.
Print