ახალი ამბები
"დროას" ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი 500 ლარით დააჯარიმეს
"დროას" ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი მარიამ სიჭინავა სამართალდამცავებმა 500 ლარით დააჯარიმეს. ამის შესახებ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა. მისივე ინფორმაციით, საუბარია სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ გამართულ საპროტესო აქციაზე, სადაც ის ასფალტზე წარწერის - "სისტემა ყრუა" დატოვებას ცდილობდა.

"ეს პირველი არაა და ჩვენ ვიცით რომ ამ ქვეყანაში, პროტესტი ხან ფულადი ჯარიმით, ხან თავისუფლების აღკვეთით, ხან ხელების მომტვრევით ისჯება. ეს სისტემა იმდენად ჩალპა, რომ აუცილებლად მივა პოლიციელებამდეც, რომელებიც უკანონო დავალებებს ასრულებენ და მაშინ ისევ ჩვენ თუ დავდგებით მათ დასაცავად, თორე სისტემა მათ წინააღმდეგ იქნება", - ამბობს მარიამ სიჭინავა.

26 თებერვალს ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან შშმ პირების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ერთად გააპროტესტეს პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტები. 

Print