ახალი ამბები
„ჩვენ-ც ამ საზოგადოების ნაწილი ვართ“ - აქცია ზუგდიდში
ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან შშმ პირების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ერთად გააპროტესტეს პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტები. აქციის მონაწილეები თვლიან, რომ ძალადობის შემთხვევები მხოლოდ ცალკეული პოლიციელების დანაშაული არ არის და აქ მთავარი დამნაშავე სისტემაა, რომელიც მოძალადეებს ზურგს უმაგრებს.

„ჩემი პროტესტის მიზეზი არის ის ბრაზი, რაც მაქვს გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, თუ რა ხდება ისეთ ადგილებში, სადაც ჩვენ ვერ ვხედავთ და ვერ ვიღებთ ასეთ კადრებს. აქამდეც გვსმენია მსგავსი შემთხვევების შესახებ, მაგრამ არ გვქონდა ფაქტები. ამ ყველაფერმა უკვე სისტემური ხასიათი მიიღო და ჩუმად ჰყოფნის უფლება არ გვაქვს“, - აღნიშნა სამოქალაქო აქტივისტმა, ცაბუნია ვართაგავამ.

ცაბუნია ვართაგავა, სამოქალაქო აქტივისტი


პარტია „ლელოს“ წარმომადგენელი სოფო შამუგია  ამბობს, რომ დღეს აქციას შეუერთდა, როგორც შშმ ბავშვის მშობელი, რადგან მას არ სურს ბავშვები ისეთ გარემოში გაიზარდონ, სადაც შშმ პირები მიუღებლები არიან.

„შშმ პირების მიმართ, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ, თითქმის, ყოველ მეორე ნაბიჯზე ხდება ამათი ჩაგვრა... პირველ რიგში საზოგადოება უნდა გახდეს ლოიალური ამ ადამიანების მიმართ და მეორე, სახელმწიფოს ამაზე აქვს ძლიერი რეფორმები განსახორციელებელი. პირველ რიგში, უნდა მოახდინოს სათანადო რეაგირება ასეთ კადრებზე. ერთი და ორი ადამიანის დაკავება არ ნიშნავს, რომ ვიღაცა დაისაჯა და რაღაც გამოსწორდა. ზოგადად, სისტემაა შესაცვლელი, რომელიც ჩალპა და ძირეული ცვლილებებია მოსახდენი, თუ გვაქს პრეტენზია, რომ ჩვენ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო, თუმცა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ ნამდვილად არ ვართ პროდასავლური ქვეყანა, და მივდივართ უფრო რუსეთისკენ“, - მიიჩნევს სოფო შამუგია.

მანამდე, აქციის მონაწილეებმა პოლიციელების მხრიდან გახშირებული ძალადობის ფაქტები სამხარეო პოლიციასთან გააპროტესტეს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
დღის სიახლეები
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
26 / ივნისი 2025
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.