ახალი ამბები
გააღე ბოტანიკურის ჭიშკარი - ბანერი ზუგდიდის ცენტრში
ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე საინიციატივო ჯგუფის წევრებისა და მოძრაობა "ხმის" დაკვეთით განათავსეს ბანერი, წარწერით "გააღე ბოტანიკურის ჭიშკარი". მისი მონტაჟი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

"ბანერის გაკვრა არის კამპანიის მორიგი ნაბიჯი, რისი განხორციელებაც ზუგდიდელების მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. ეს მხარდაჭერა, მათ შორის ფინანსური, გვიჩვენებს, რომ ქალაქში აზრი, რომ ბოტანიკურის ჭიშკარი უნდა გაიღოს, არის გამარჯვებული. ბაღის ჭიშკარი გაიღება ნამდვილად და ის იქნება უფასო. ეს არ არის ბოლო ნაბიჯი, ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით აქტივობებს", - უთხრა "ათინათს" კაკო ჩიქობავამ, რომელიც მოძრაობა "ხმას" წარმოადგენს.

ინფორმაციისთვის, 1-ლი თებერვლიდან ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლა ფასიანი გახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება გააპროტესტეს ადგილობრივებმა, გაიმართა რამდენიმე აქცია-კონცერტი.


ამავე თემაზე:

ბოტანიკურში შესვლაზე დაწესებული ფასი კიდევ ერთხელ გააპროტესტეს ზუგდიდში

„ხელოვნება ბოტანიკური ბაღისთვის" - პროტესტი ზუგდიდში

რატომ დაწესდა ზუგდიდის ბოტანიკურში შესვლაზე ფასი და რას ითხოვენ მოქალაქეები
Print