ახალი ამბები
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია უკრაინისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას აგროვებს
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ორგანიზებით, უკრაინაში, საომარი მოქმედებების ზონაში,  ჰუმანიტარული დახმარების სახით გასაგზავნი, არაფუჭებადი პროდუქტისა (ბურღულეული, ზეთი, ფქვილი წყალი ა.შ.) და პირველადი დახმარების მედიკამენტების შეგროვება დაიწყო.  მამა იოანე აკობიას თქმით, სურვილის შემთხვევაში მოსახლეობას პროდუქტის მიტანა ეპარქიაში მოქმედ ნებისმიერ ტაძარში შეუძლია.

"მთელ ეპარქიაში ვაგროვებთ, დღეს გამოვაცხადეთ ამის შესახებ მრევლში. ეს პროცესი ალბათ რამდენიმე დღეს გასტანს. შემდეგ გავაგზავნით თბილისში და იქიდან უკრაინაში", - ამბობს მამა იოანე.

მოქალაქეებმა ტაძრებში პროდუქტის მიტანა უკვე დაიწყეს. ქართველი მოზარდები უკრაინელ თანატოლებს წერილებსაც სწერენ, ამხნევებენ და გამარჯვებას უსურვებენ. ერთ-ერთი ასეთი პირველი წერილი 11 წლის ემილიმ გააგზავნა. 

ინიციატივა საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდულ მოძრაობას "დავითიანს" ეკუთვნის.
Print