ახალი ამბები
ზუგდიდში ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა
ბერიას ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს Audi-ს და BMW-ს მარკის მსუბუქი მანქანა შეეჯახა.

დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს და მათ კვლევები უტარდებათ.

ავარიის გამო ბერიას ქუჩაზე შეზღუდულია ტრანსპორტის გადაადგილება და მანქანებს შემოვლითი გზით უწევთ მოძრაობა.
Print