ახალი ამბები
გადადგეს მოღალატე ღარიბაშვილი - ზუგდიდში აქცია დაიგეგმა
ზუგდიდში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართება. მისი ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ უკრაინის საკითხზე გაჟღერებული განცხადებები მიუღებელია და რუსული პროპაგანდის ნაწილს წარმოადგენს. 

"დღეს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ "კიევი იბომბება და სანქციები არ ამართლებს". წარმოდგენილი რიტორიკა არის იმ პროპაგანდისტული პოლიტიკის გაგრძელება, რასაც პუტინის რუსეთი ცდილობს თავს მოახვიოს დანარჩენ სამყაროს. არსებული ვითარება გვიჩვენებს, რომ დასავლეთის ერთიანობა საერთო მტრის წინააღმდეგ არის მტკიცე, რასაც ადასტურებს ბოლო დღეებში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებები.

თუ თვლი, რომ პრემიერი ღარიბაშვილის განცხადება ეწინააღმდეგება ქართული სახელმწიფოს და ხალხის ინტერესებს მაშინ გელოდებით აქციაზე და ერთად ვუთხრა უარი რუსულ პროპაგანდას და მოვითხოვოთ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა", - ნათქვამია სოციალურ ქსელში გავრცელებული ღონისძიების გვერდზე. 

აქცია დღეს, 28 თებერვალს, 18 საათზეა დაგეგმილი. 

უკრაინაში ომის შემჩერებელი ვხედავთ, რომ დღეს არავინ არის და ვთქვათ პირდაპირ, რომ სანქციები არ არის ეფექტური საშუალება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანა და მთელი მსოფლიო დიდი გამოწვევების წინაშე დგას და ამ სიტუაციაში ყოველგვარი ემოცია და გაუთვლელი  ქმედება დიდი რისკის შემცვლელია.
Print