ახალი ამბები
სადაც უკრაინელებმა გაუშვეს რუსული ხომალდი, იქ გავუშვით ირაკლი ღარიბაშვილი - მარიამ სიჭინავა
ზუგდიდში, გამსახურდიას გამზირზე, მოძრაობა "დროას" ადგილობრივმა წარმომადგენელმა მარიამ სიჭინავამ საპროტესტო ბანერი გააკრა. მისი თქმით, ამ გზით მან პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის უკრაინასთან დაკავშირებული განცხადებები გააპროტესტა. ბანერი ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა რამდენიმე წუთში ჩამოხსნეს. 

"მდგომარეობა ძალიან კომიკურია. ბანერის გაკვრისთვის ერთ გოგოს მომიქსიეს 30-მდე პოლიციელი და ცდილობდნენ ჩემი ოფისის კარის შემონგრევას. ბუნებრივია, მათ არ მოეწონათ შინაარსი, მე ამას ველოდი, უბრალოდ მოულოდნელი იყო ამ რაოდენობის პოლიციელის მოსვლა ერთი ბანერის ჩამოსახსნელად და წასაღებად. მათ შეასრულეს დავალება, ბანერი რომ სხვა შინაარსის ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, არ მოვიდოდნენ. სხვა ბანერი იქამდე ეკიდა, სანამ ჩვენ არ ჩამოვხსენით. სადაც უკრაინელებმა გაუშვეს რუსული ხომალდი იქ გავუშვით ჩვენც ირაკლი ღარიბაშვილი", - თქვა სიჭინავამ.

უკრაინაში ომის შემჩერებელი ვხედავთ, რომ დღეს არავინ არის და ვთქვათ პირდაპირ, რომ სანქციები არ არის ეფექტური საშუალება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანა და მთელი მსოფლიო დიდი გამოწვევების წინაშე დგას და ამ სიტუაციაში ყოველგვარი ემოცია და გაუთვლელი  ქმედება დიდი რისკის შემცვლელია.
Print