ახალი ამბები
ზუგდიდში სოლიდარობის აქციაზე ზელენსკის მიმართვას მოუსმენენ
ზუგდიდში, სამოქალაქო ორგანიზაციების ინიციატივით მორიგი სოლიდარობის აქცია გაიმართება. ამასთან, სოციალურ კაფე "მეგობარში" უკრაინის პრეზიდენტის მიმართვას დიდ ეკრანზე ნახავენ. ღონისძიება 20 საათზე დაიწყება.

"გადავწყვიტეთ შევიკრიბოთ, ლაივში მოვუსმინოთ და ამასთანავე, ამ ფორმით სოლიდარობა გამოვხატოთ როგორც უკრაინის, ასევე კონკრეტულად პრეზიდენტი ზელენსკის მიმართაც. ეს არის უპრეცედენტო ფაქტი, როდესაც ომში ჩართული ქვეყანა მოგვმართავს ქართველებს", - უთხრა "ათინათს" დავით ლოგუამ.

დღეს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პირდაპირ ეთერში მიმართავს მსოფლიოს 5 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს მოსახლეობას.
Print