ახალი ამბები
მივმართავ ჩემს კოლეგას და მეგობარს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ვთხოვ, დააბრუნოს ელჩი - სალომე ზურაბიშვილი
ამ ტრიბუნიდან მივმართავ, ჩემს კოლეგას და მეგობარს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ვთხოვ, დააბრუნოს ელჩი, რათა ჩვენ ორ ერს შორის, ამ უმძიმეს წუთებში, კავშირი სრულიად გამყარდეს და იყოს უფრო მჭიდრო და უდრეკი, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტს.

მისივე თქმით, უკრაინასა და საქართველოს შორის ნებისმიერი უთანხმოება მხოლოდ რუსეთისთვისაა ხელსაყრელი.

"კიდევ ერთხელ, ჩვენსა და უკრაინას შორის რაიმე გაუგებრობის შემოტანის მცდელობაც კი მიუღებელია. მე ამას არ დავუშვებ!“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტი სასესიო დარბაზში უკრაინის დროებით რწმუნებულთან ერთად შევიდა.



წყარო: IPN
Print