რეგიონი
ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
წუხელ ზუგდიდში, პუშკინის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი საკუთარ ჭიშკართან გაჩერებული ავტომობილიდან გადმოდიოდა, რა დროსაც მას მანქანა დაეჯახა.

შს სამინისტროში განმარტებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
Print