რეგიონი
უკრაინის მოქალაქეები ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის დათვალიერებას უფასოდ შეძლებენ
უკრაინაში არსებული მდგომარეობის გამო, უკრაინის მოქალაქეები ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის დათვალიერებას უფასოდ შეძლებენ.

,,აღნიშნული გადაწყვეტილებით ბოტანიკური ბაღი სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს. არა ომს! მშვიდობა მსოფლიოს! სოლიდარობა აუკრაინას! ’’, - წერია ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ფეისბუქ გვერდზე.

ინფორმაციისთვის, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის განცხადებით, პარკში შესვლა პირველი თებერვლიდან ფასიანი გახდა.

Print